2008 წელს, თბილისში, ლესელიძეზე, 20 კვადრატულ მეტრ ფართში, პატარა სანაყინე გაიხსნა. სანაყინეში სულ 12-მდე სახეობის ნაყინი იყო წარმოდგენილი. ხალხი გაკვირვებული უყურებდა ფერად-ფერად ნაყინებს. მალევე ყველამ გაიგო, რომ თბილისში პოლარული დათვი - ლუკა პოლარე ჩამოვედი.
თაკარა ზაფხულში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანი, საქართველოში ევროპული სტილის სანაყინის შექმნა იყო, რომელიც ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ მოგგვარეთ საუკეთესო ნაყინი, ექსკლუზიური ყავა და ბევრი სხვა აღმოჩენა ...
ამ დროისთვის საქართველოს 5 ქალაქში 24 სხვადასხვა ადგილზე შეგიძლიათ ჩემთან სტუმრობა. ჩვენი კაფე-სანაყინეები წარმოდეგენილია თბილისში - 17, ბათუმში - 5, ქობულეთში 1, რუსთავში 1, ქუთაისი 1 ფილიალით.
ჩემთან სტუმრობა ყოველდღიურად შეგიძლიათ.
ჩვენი წარმოება 60-მდე სხვადასხვა სახეობის ნაყინს ითვლის. ჩვენი ნაყინი იტალიური რეცეპტების მიხედვით, ნატურალური პროდუქტებით, ცოცხალი რძისა და ცოცხალი ხილის ბაზაზე მზადდება. ნაყინები არ შეიცავს ფერისა და გემოს ხელოვნურ დანამატებს. ჩვენი ნაყინების ჩამონათვალში შეგხვდებათ ვეგანური (სამარხვო), გლუტეინისგან თავისუფალი და დიაბეტური ნაყინები.
გახსნიდან მეორე წელსვე, ექსკლუზიური ყავა მოგგვარეთ.
ყავა, ჩვენამდე მოსასვლელად, საინტერესო გზას გადის - ყავის მარცვალი, უმაღლესი ხარისხის 100% არაბიკა, სამხრეთ ამერიკაში იკრიფება. ნედლეული გერმანულ ოჯახს ეგზავნება, რომელსაც ყავის მოხალვის მრავალწლიანი ისტორია აქვს, ოჯახი ჩვენს ყავას ტრადიციების მიხედვით ხალავს და უმაღლესი ხარისხის მიქსი საქართველოში, მხოლოდ ლუკა პოლარესთვის იგზავნება. ჩვენი ბარისტები კი გადამზადების სრულ კურსს გადიან, რომ გამორჩეული ყავა ტექნოლოგიების სრული დაცვით მოამზადონ.
ჩვენს ასორტიმენტში ასევე წარმოდგენილია: ჩაი, ცხელი შოკოლადი, მიქს-სასმელები, ფრეში, ფრაპეები, პურეული და ფუნთუშეული, ნაცხვრები, სალათები და სენდვიჩები.
უკვე 15 წლის ვარ!
წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა!
ამ 15 წლის განმავლობაში უამრავი მომხმარებელი შევიძინე, დავიმეგობრე, შევიყვარე, შემიყვარეს!
(სასიყვარულო შეტყობინებებს რომ მიგზავნით, ვდნები ეს პოლარული დათვი).
მადლობა ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის!