Wristlet

„მე ვეხმარები SOS ბავშვთა სოფელს“

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი და ლუკა პოლარე წარმოგიდგენთ ერთობლივ კამპანიას „მე ვეხმარები SOS ბავშვთა სოფელს“.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ამ რისკის წინაშე მყოფ ბავშვებს. ორგანიზაცია იძულებულია ეტაპობრივად გადავიდეს თვითდაფინანსებაზე რის გამოც მას განსაკუთრებულად ესაჭიროება მხარდაჭერა.

შეიძინეთ კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი სამაჯური ლუკა პოლარეს ქსელში. გადაიღეთ ფოტო და დათაგეთ #soschildrensvillagegeorgia, #WeSupportSOS. გაუზიარეთ მეგობრეს ინფორმაცია ამ კამპანიის შესახებ.

ამ გზით იმედი გვაქვს რომ მოვიძიებთ ქველმოქმედ ადამიანებს, კომპანიებს, ფონდების და პარტნიორ ორგანიზაციებისაც, რომლებიც სახვადასხვა სახით შეძლებენ დახმარება გაუწიონ საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს.

სამაჯურები შეგიძლიათ შეიძინოთ ლუკა პოლარეს ნებისმიერ ფილიალში - ღირებულება 5 ლარი.

შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ბენეფიციარი ბავშვების განათლებასთან დაკავშირებულ პროექტებს.

ჩვენი ფილიალების მისამართები შეგიძლია იხილოთ აქ: Link

ერთად ვიზრუნოთ ბავშვების მომავალზე

დამატებითი ინფორმაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: Link